weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2020

არცერთის შემომხაზველი არ ვარ – ზურაბ ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძეს ხმას აღარ აძლევს

09:31 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018 hits 817

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ მისცემს ხმას. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„არცერთის შემომხაზველი არ ვარ. თავს ვიტყუებ, ვუყურებ და ვყლაპავ ამდენ სიბინძურეს. არ მინდა“, – ამბობს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გირჩის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და პირველ ტურში 36 ათასი ხმაც (2.26%) აიღო, ამბობდა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ის მისთვის მიუღებელი კანდიდატია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მასში გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]