„არცერთის შემომხაზველი არ ვარ. თავს ვიტყუებ, ვუყურებ და ვყლაპავ ამდენ სიბინძურეს. არ მინდა“, – ამბობს ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გირჩის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და პირველ ტურში 36 ათასი ხმაც (2.26%) აიღო, ამბობდა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ის მისთვის მიუღებელი კანდიდატია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მასში გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.