weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის წევრები შს მინისტრს შეხვდებიან

16:49 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, გიორგი მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ იქნება კონკრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების კუთხით, კონსტიტუციური უფლების დაცვის კუთხით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით. ამიტომ, ამ პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით. პარლამენტის როლი არის, რომ გარკვეული კონტროლი იყოს გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაუბროთ გამოძიების შედეგებზე. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გვექნება უფრო კონრეტული ხედვა, თუ რა შეიძლება პარლამენტმა ამ პროცესში დამატებით გააკეთოს“,- განაცხადა ბესელიამ.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

საქართველოში მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს. მისივე თქმით, ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. მისი თქმით, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, რომლებმაც საქმის შესახებ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ.

15 ივნისს ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შუქი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]