weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც - ირაკლი კობახიძე

14:20 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

„სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება, რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“ - განაცხადა „TV პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისშიც კი რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში.

საბოლოოდ გაფორმდა ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია. ომის თემა, რომელზეც თითქოს სხვადასხვა აზრი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, ვის აწყობს ამის შენება - აწყობს რა თქმა უნდა, რუსეთს. პირდაპირ ჩანს რუსული კვალი. რუსი შკლიაროვი გეგმავს ამ ყველაფერს - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არაერთხელ ძალიან ცუდი ფორმით სცადეს ეთნიკური თემების წამოწევა.

„ისინი ურტყამენ ისეთ თემებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში, ეს არის რუსული სცენარი. რუსულ ინტერესებს ატარებდა სააკაშვილი 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ის არცერთ განცხადებაში არ ამბობს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს არის ცალსახა. არის მუდმივად სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ სპეკულაციების დღის წესრიგში დატოვება არის რუსულ ინტერესებში დანაცმოძრაობისინტერესებში. აქ ემთხვევა მათი ინტერესები და ეს არის დღესავით ნათელი. ამაზე მუშაობს შკლიაროვი“ - განაცხადა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]