weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიგი უგულავა უარყოფს, რომ სამტრედიაში პარტია 150-მდე წევრმა დატოვა

15:38 კვირა, 25 ნოემბერი 2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, „წმინდა წყლის ტყუილია“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამტრედიაში პარტიის რიგები 150-მდე ადამიანმა დატოვა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

„ეს ამბავი წმინდა წყლის ტყუილია. ერთი კაცი იყო ჩვენთან, საშუალო რგოლში, დანარჩენი მისი ნათესავები და ჩვეულებრივი „ოცნების“ შტაბიდან მოხიკული ხალხია. გუშინ კალაძე იყო სამტრედიაში და ეს უნიჭობა დაავალა. თავის მხრივ, ივანიშვილმა თბილისზე ხელი ჩაიქნია და კალაძეს უთხრა, სამტრედიას მიხედეო. მიხედა“, – აცხადებს გიგი უგულავა.

„ქუთაისი პოსტის“ ცნობით, სამტრედიაში „ევროპული საქართველო“ თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში შეკრებილმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა. მათივე თქმით, მათთვის ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]