weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნურავის ექნება ილუზია რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში – პრემიერი არჩევნებზე

16:55 კვირა, 25 ნოემბერი 2018

„2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.

პრემიერის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება და „კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო შემდგარი დემოკრატიაა“.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ, არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან: პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, „ფეიკ ნიუსები“ და ბევრი სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. 28 ნოემბერს ქარველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]