weather cur horoscope tv
მაისი 25, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ჩემი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა – მიხეილ სააკაშვილი

01:17 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას, თუმცა მთავრობაში ყოფნას არ აპირებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას ლაზიკის საზღვაო ზონის ხელმძღვანელობა სურს.

„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო, წარმატებულ სახელმწიფოდ ქცევა, სადაც ჩვენი საზღვაო ზოლი მსოფლიოსთვის მისაბაძი იქნება. ამიტომ, მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი პირდაპირ, სადაც იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, დღგ იქნება ნოლი, სადაც იქნება თავისუფალი ბიზნეს გარემო და უფლებები დაცული. სხვათაშორის, იქ ივანიშვილმა მიწები მიითვისა და ჯიბეში ჩაიდო. არც ამ მიწებს არ წავართმევთ, უბრალოდ ქართველ ხალხს აუნაზღაუროს მათი ღირებულება. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ლაზიკის პორტის აშენება თავის დროზე მისი იდეა იყო.

„ვიხილო ძლიერი, განვითარებული, მაგარი საქართველო, სადაც ლაზიაკა იქნება მისი ყველაზე მთავარი ვიტრინა, ფასადი, მისი წარმატების სიმბოლო, რა თქმა უნდა, ეს დიდი ამბიციაა. ეს ბევრად უფრო დიდი ამბიციაა, ვიდრე პრემიერობა და პრეზიდენტობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]