„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო, წარმატებულ სახელმწიფოდ ქცევა, სადაც ჩვენი საზღვაო ზოლი მსოფლიოსთვის მისაბაძი იქნება. ამიტომ, მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი პირდაპირ, სადაც იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, დღგ იქნება ნოლი, სადაც იქნება თავისუფალი ბიზნეს გარემო და უფლებები დაცული. სხვათაშორის, იქ ივანიშვილმა მიწები მიითვისა და ჯიბეში ჩაიდო. არც ამ მიწებს არ წავართმევთ, უბრალოდ ქართველ ხალხს აუნაზღაუროს მათი ღირებულება. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისივე თქმით, ლაზიკის პორტის აშენება თავის დროზე მისი იდეა იყო.
„ვიხილო ძლიერი, განვითარებული, მაგარი საქართველო, სადაც ლაზიაკა იქნება მისი ყველაზე მთავარი ვიტრინა, ფასადი, მისი წარმატების სიმბოლო, რა თქმა უნდა, ეს დიდი ამბიციაა. ეს ბევრად უფრო დიდი ამბიციაა, ვიდრე პრემიერობა და პრეზიდენტობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.