weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე ბრწყინვალე მინისტრები იქნებიან – სააკაშვილი

02:58 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

„დღეს რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება ხელისუფლებაში. არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს კოალიციურ მთავრობას სთავაზობს, რაშიც სრულად ეთანხმება.

კითხვაზე, როდესაც ოპოზიციური ძალები, რომელთა შორის „ნაციონალური მოძრაობაა“ წამყვანი, გადაიბარებს ხელისუფლებას, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოვლენ, მიხეილ სააკაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღამარულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები თამარ კორძაია და [ხათუნა] სამნიძე, ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით ბაქრაძე დაასახელა.

„მე მაქვს დიდი პრეტენზიები ეკა გიგაურთან. სრულიად უტიფარი რაღაც ჩაიდიანა, ჩემი აზრით, როცა ანტისემტიზმში დამადანაშაულა. ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რაც შეიძლება მე დამაბრალო. შეხედეთ ჩემს ოჯახს, გარემოცვას, წარსულს... მაგრამ ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს, ასეთი კანდიდატი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე ბრწყინვალე მინისტრები იქნებიან. „ევროპულ საქართველოში“ წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები არიან. თვითონ დათო ბაქრაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ლიდერია დამოუკიდებლობის შემდეგ. დათო ბაქრაძის არგამოყენება ქვეყნისთვის იქნება დანაშაული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საკუთარი თანამდებობისთვის არ ირძვის: „მე ყველა თანამდებობა უკვე მქონდა. მე ვარ რეგიონალური ლიდერი. უკრაინაში ჩემი პარტია პარლამენტში უპრობლემოდ შედის. გადახედეთ აზერბაიჯანში რა პოპულარულობა მაქვს, ეს, სხვათაშორის, ჩვენი აზერბაიჯანელებისგან მოდის, სომხეთში რამხელა ის მაქვს, შუა აზიაში რამხელა პოზიციები მაქვს. აგერ ევროპაში როგორ მიღებენ. ჩემთვის თანამდებობა არაფერს ნიშნავს. ფული მე მომიპოვებია, კომფორტს არ ვეძებ, მშვენივრად ვცხოვრობ ჩემი მოკრძალებული სტილით. ეს ჩემთვის მოტივაცია არ არის.“.

 

მსგავსი თემა:

ჩემი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა – მიხეილ სააკაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]