weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას – ზალკალიანი

11:17 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ზალკანიანის თქმით, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინელ მეზღვაურებს ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინის სამი სამხედრო გემი ხელში ჩაიგდეს. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 6 სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გემებზე სულ 23 მეზღვაური იმყოფებოდა. გემები ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ და მათ ნაოსნობის საერთაშორისო წესები არ დაურღვევიათ.

კიევმა რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს, არ დაემორჩილნენ საშიში მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, ამიტომ მათ შესაჩერებლად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება.

უკრაინის ვერხოვნა რადა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზანი თავდაცვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]