weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

ქვეყანას აღარ სჭირდება რევოლუცია – სალომე ზურაბიშვილი

11:51 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 hits 308

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. როგორც მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება.

„მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას. ამ ქვეყანას აღარ სჭირდება არც რევოლუცია, არც ერთმანეთში დაპირისპირება. არამედ, ჩვენ გვჭირდება ამ გზის გავლა იმისთვის, რომ სარკის მეორე მხარეს გავიდეთ და გავხდეთ თანამედროვე, ჩვენ თავში დარწმუნებული ქვეყანა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას საქართველოს მომავლის სჯერა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ქვეყანაში და დარჩება აქ.

„ამ ქვეყნის მომავლის რწმენა და იდეოლოგია არის ის, რაც ჩვენ არა მხოლოდ გვაერთიანებს, არამედ მომავლის გზასაც გვიჩვენებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]