weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვერ გამოიყენეს ანაკლია და ლაზიკა, ეს არის გაშვებული შანსი – სანდრა რულოვსი

12:49 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს ანაკლიაში დაწყებული ყველა პროექტი შეჩერდა.

„ასეთი ლამაზი ადგილია, აქ უნდა იყოს განვითარება, უნდა იყოს მშენებლობა, უნდა იყოს ვაჭრობა, უნდა იყოს ინოვაციური იდეების მატარებელი ცენტრები, ფესტივალები და ა.შ., მაგრამ არაფერი ხდება. ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს, ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ, „სქაი-ლაინზე“ განთავსებული. ესეც ვერ შედგა, ეს არის გაშვებული შანსი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყოფილი პირველი ლედი ანაკლიაში მოსახლეობას შეხვდა, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]