„ასეთი ლამაზი ადგილია, აქ უნდა იყოს განვითარება, უნდა იყოს მშენებლობა, უნდა იყოს ვაჭრობა, უნდა იყოს ინოვაციური იდეების მატარებელი ცენტრები, ფესტივალები და ა.შ., მაგრამ არაფერი ხდება. ვერ გამოიყენეს ანაკლია და მით უმეტეს, ლაზიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო იქ, „სქაი-ლაინზე“ განთავსებული. ესეც ვერ შედგა, ეს არის გაშვებული შანსი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყოფილი პირველი ლედი ანაკლიაში მოსახლეობას შეხვდა, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაურიგა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.