weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

არ გაგაყალბებინებთ არჩევნებს, ფეხდაფეხ მოგყვებით – ლევან ბეჟაშვილი

17:08 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 hits 533

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთებით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია. მისივე თქმით, სიაში შეყვანილ ზოგიერთ ამომრჩეველს გადაადგილების პრობლემა არ აქვს.

„ჩვენს მიერ დადგენილია, რომ თუ ჩუღურეთში, პირველ ტურში არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთით 658 ამომრჩეველი მონაწილეობდა, მეორე ტურისთვის ეს რიცხვი გაზრდილია 545 ამომრჩევლით და 1193 ადამიანს შეადგენს. ნაძალადევში მონაწილეობას იღებდა 1076 ამომრჩეველი. დღეს ეს რიცხვი 856-ით არის გაზრდილი და 1930 ამომრჩეველს შეადგენს. როგორც წესი, ამ მეთოდით ხდება ამომრჩევლის ნების გაკონტროლება - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და კომისიის წევრები პირდაპირ თავზე ადგანან და ცდილობენ, 48 შემოახაზინონ.

მეორე, როდესაც დილით ხდება გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა, ამავე ადამიანებს, ჯანსაღ ადამიანებს აიძულებენ, რომ საღამოს კვლავ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხელმეორედ მისცენ ხმა.

მოვუწოდებთ ცესკოს, შეწყვიტოს გაყალბების ამგვარი მეთოდების გამოყენება. ჩვენ მოგყვებით ფეხდაფეხ, ფეხდაფეხ ვაკონტროლებთ თქვენს თოთოეულ ნაბიჯს და მერწმუნეთ, არ გაგაყალბებინებთ ამ არჩევნებს. არ მოგცემთ საშუალებას ასეთი ბინძური მეთოდებით ჩაატაროთ არჩევნები და დააყენოთ თქვენთვის და ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს ასევე მოუწოდებს, მათ მიერ გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]