„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება. ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია