weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩვენი ამოცანაა რომ მინიმუმ 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები – კობახიძე

19:05 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დიდი უპირატესობით მოიგებს.

„ვფიქრობთ, ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც ადასტურებს, რომ ტენდენცია ძალიან პოზიტიურია.

„200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, ეს არის რეალისტური მიზანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მასში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

 

ამ თემაზე:
Edison Research-ის ბოლო კვლევა: გრიგოლ ვაშაძე - 37%, სალომე ზურაბიშვილი - 35%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]