„ვფიქრობთ, ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც ადასტურებს, რომ ტენდენცია ძალიან პოზიტიურია.
„200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, ეს არის რეალისტური მიზანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მასში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
ამ თემაზე:
Edison Research-ის ბოლო კვლევა: გრიგოლ ვაშაძე - 37%, სალომე ზურაბიშვილი - 35%