weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეროვნული თანხმობის საბჭოს შევქმნით – ვაშაძე

00:58 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„ჩვენ ვიგებთ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს. საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს გაერთიანებული ოპოზიცია და ის პარტიები, რომლებიც ან უკვე არიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ან მე მიჭერენ მხარს“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის ეთერში კოალიციური მთავრობის შექმნის იდეაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპრეზიდენტო კამპანიაში მისი ყოფინის მიზეზი და მიზანი არის ის, რომ „საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ერთპარტიული ან/და ერთპიროვნული მმართველობა“.

„მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ, შევქმნით ეროვნული თანხმობის საბჭოს, სადაც შევა ყველა პოლიტიკური პარტია; ის პარტიები, რომლებიც არ შედიან გაერთიანებული ოპოზიციის  შემადგენლობაში - „ევროპული საქართველო“, რესპუბლიკური პარტია და ა.შ., საბოლოო რეზულტატი იქნება მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა და რაც უნდა გახდეს ტრადიცია“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „კვირის აქცენტები“.

კითხვაზე, მოსწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილს კოალიციური მთავრობის იდეა, ვაშაძე ამბობს რომ არ იცის: „არ მიკითხავს. ჩემი კამპანიაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]