weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მომღერალმა ნათია თოდუამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

10:58 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

აფხაზეთიდან დევნილმა, მომღერალმა ნათია თოდუამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა. ნათია თოდუას თქმით, იგი მოხარულია, რომ ზურაბიშვილს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან.

„დღეს, როდესაც ქალბატონ სალომეს პირადად შევხვდი და მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, აფხაზეთზე დაიწყო საუბარი, მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ყველა ის გამოცდილება, წუხილი, დარდი, სევდა და იმედი, რაც აფხაზეთთან მაკავშირებს. ეს ასევე გამოიწვია, პირველმა ქართულმა სიმღერამ აფხაზეთზე „ფრთამოტეხილი მაფშალია“, რაც ჩავწერეთ.

მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის თემაზე და ასე მოეწონა სიმღერა აფხაზეთზე. მისი დამოკიდებულება და იმედები, რაც აფხაზეთში მყოფ ხალხზე და აფხაზეთზე არის, მე ვფიქრობ, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს და თუ შეგიძლია ხელი უნდა შეუწყო მას.

ჩემი აქ ყოფნით, მცირედი არის ის, რაც შემიძლია იმ ტერიტორიისთვის, საიდანაც მოვდივარ, რასთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულით და მშვიდობიანი თანადგომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალა ერთობაში და სიყვარულშია“, – განაცხადა ნათია თოდუამ.

 

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]