weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ჩვენი მოვალეობაა, მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდეს საქართველოში – გრიგოლ ვაშაძე

11:21 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„ადამიანს, რომელმაც ღმერთისგან და ყველასგან დავიწყებული გეოგრაფიული ერთეული გადააქცია მოქმედ სახელმწიფოდ, უფლება აქვს და ჩვენი მოვალეობაა, რომ ცხოვრობდეს საქართველოში“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,  სად ხედავს ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოში ხედავს.

„საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ, მიხეილ სააკაშვილად, რომელსაც ორი წელიწადი არ შეუძლია არცერთი სამთავრობო პოზიციის დაკავება და პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. იქნება თუ არა პოლიტიკაში, ამას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქე“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი მიხეილ სააკაშვილზე არ არის აწყობილი.

„მიხეილ სააკაშვილზე კი არა, არცერთ პიროვნებაზე კონკრეტულად არ არის აწყობილი, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის საბჭო, სადაც იქნება ყველა პოლიტიკური პარტია და ხაზს ვუსვამ, ყველა, აბსოლუტურად ყველა... „ქართული ოცნება“ თუ შემოუერთდება ამას, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრს გააკეთებს სახელმწიფოსთვის და თავისი მომავალისთვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გადაცემაში „კვირის აქცენტები“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული თანხმობის საბჭოს შექმნასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ისაუბრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]