weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

12:03 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მეორე მოადგილედ მომღერალი სოფო ხალვაში დაინიშნა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თანამდებობაზე დანიშვნას ხალვაში ადასტურებს.

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის „დილის ტალღის“ წამყვანი იყო. ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

თბილისში, ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე სიმღერის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოფო ხალვაშის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყო და მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო მას საყვედური გამოუცხადა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მაუწყებლის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მისი განცხადება ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]