weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცენ

12:23 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„მივმართავ ყველა დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

ბახტაძემ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ხვალ, ჩვენს ქვეყანაში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს.

ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თოთოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება.

არჩევნების დღე - 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი“, – აღნიშნა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]