weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

არჩევნებზე დარღვევებს ონლაინ რეჟიმში დავაფიქსირებთ – ძალა ერთობაშია

16:27 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის თავისუფლებას 20 ათასი დატრენინგებული და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ადამიანი უზრუნველყოფს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას შეეცდება, რისთვისაც რამდენიმე ღონისძიება აქვს შემუშავებული.

„პირველია ამომრჩევლების მოსყიდვა. ჩვენი მობილური ჯგუფები აღჭურვილი იქნებიან ვიდეო-აუდიო გადაღების საშუალებებით, ასევე, სპეცტექნიკით, რომელიც მოგვცემს საშუალებას ონლაინ რეჟიმში დავაფიქსიროთ თითოეული ესეთი ფაქტი.

შემდეგი არის „სომხური კარუსელი“, რომელთან დაკავშირებითაც გამაგრებული გვაქვს საარჩევნო უბნის თითოეული მონაკვეთი ისე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თავისუფალი ბიულეტენის უკან გამოტანა, რის საშუალებითაც ხდება ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალება.

მესამე ღონისძიებაა ყალბი პირადობის მოწმობები. ამომრჩეველთა ერთიანი ბაზის ანალიზის შედეგად, ჩვენს მიერ 11 ათასი ამომრჩეველია იდენტიფიცირებული, რომლებიც გაყალბებული პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული ჰყავთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

შემდეგი ღონისძიებაა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული მანიპულაციები. ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში, პრაქტიკულად მთელ საქართველოში, ყველა უბანზე გადავამოწმეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები და იდენტიფიცირებული გვყავს ეს ამომრჩეველი. მათ შორის გამოცხრილული გვყავს ჯანმრთელი ამომრჩევლები, რომლებიც შეტანილი იყვნენ ამ სიაში საარჩევნო მანიპულაციებისთვის. უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ამომრჩევლებს მეორედ ხმის მიცემის შესაძლებლობა შევუზღუდოთ იმიტომ, რომ სწორედ ამ მიზნისთვის იყენებენ „გაბერილ“ გადასატან საარჩევნო ყუთებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კონტრღონისძიება აქვთ შემუშავებული, რაც თითოეული საარჩევნო უბნის გამაგრებას გულისხმობს.

„საარჩევნო უბანში ოთხი რისკ ზონა გვაქვს გამოვლენილი, სადაც შესაძლებელია გაყალბების სქემის გამოყენება. თითოეულ ამ ზონაში მიჩენილი გვყავს ადამიანი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკურად და პრაქტიკულად, ონლაინ რეჟიმში, ჩვენს დარღვევის რუკაზე გვეცოდინება სად, რომელ უბანზე რა დარღვევა მიმდინარეობს“, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამომრჩევლებს შეუძლიათ დარღვევების შესახებ ინფორმაცია მათ ვებ-გვერდის – https://dzalaertobashia.ge/-ს საშუალებით მიაწოდონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]