weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სიტუაციას ვგრძნობ, ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს – კალაძე

23:45 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

„2012 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიებში და ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა. სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

კალაძემ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა: „მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რევანში განახორციელონ, ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირებები და ადამიანებს წაართვან ქონებები“.

ხვალ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. პირველ ტურში ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) ჰქონდა, ვაშაძეს კი – 37.73% (600 970 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]