weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე – პრემიერი

08:51 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.

ბახტაძემ მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი. მათ შორის გამარჯვებული ის იქნება, ვინც ამომრჩევლის უფრო მეტ ხმას მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]