„ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან ამომრჩეველთა ხმების 10.97% (174 849 ხმა) მიიღო, დამარცხების შემდეგ კი განაცხადა, რომ მეორე ტურში „ევროპული საქართველო“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა.