weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხმა მივეცი ცვლილებებს, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხს სჭირდება ცვლილებები – ბაქრაძე

09:38 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის წინსვლას და საზოგადოების უკეთეს მომავალს მისცა ხმა.

„ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან ამომრჩეველთა ხმების 10.97% (174 849 ხმა) მიიღო, დამარცხების შემდეგ კი განაცხადა, რომ მეორე ტურში „ევროპული საქართველო“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]