„მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავ სიცრუეს ყრის „რუსთავი 2“. სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით რაც მოდის „რუსთავი 2“-სგან. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. როგორც წესი, „რუსთავი 2“-ზე გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია, 10-დან 9 შემთხვევაში, თუ ათივე არა, არის სიცრუე. მაგრამ მოსახლეობის ძალიან კარგი მობილიზებაა. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი აზრით.
სამეგობროც კარგად არის მობილიზებული, ელჩები მყავს მხედველობაში, არასამთავრობოებიც, მემგონი, საბოლოო ჯამში, სწორ განწყობაზე დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები.
ძალიან დიდი სურვილია იმის რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული და ღირსეული ერი, ჩვენ ვართ კულტურული ერი და პასუხი გავცეთ და ვამხილოთ უკულტურობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 -გრიგოლ ვაშაძე და №48 - სალომე ზურაბიშვილი.