weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ხმის მიცემას ორმაგი მარკირებით ცდილობენ – კობახიძე

13:21 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ცდილობენ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ე.წ. ორმაგი მარკირებით მისცენ.

„გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები – მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები აქვთ გამოტანილი.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები, რათა ე.წ. კარუსელების შესახებ პროვოკაციული განცხადებები გააკეთონ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ასეთია სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე მჭადიჯვარის უბანი დუშეთში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნას აგრესიული ფონი.

„ეს არის დაბალი კულტურისა და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც მიჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]