„ჩემი არჩევანი მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ეს არის ჩემი არჩევანი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო. ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო. ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო და ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღი, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).