weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო აღარ აქვს – გრიგოლ ვაშაძე

14:41 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო - თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღი, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]