ჟურნალისტის კითხვას, პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან საჭიროების მიხედვით.
„ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.