weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეპუტატ შოთა ხაბარელს ცესკომ დამკვირვებლის სტატუსი გაუუქმა

17:12 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს დამკვირვებლის სტატუსი გაუუქმა. ხაბარელი საპრეზიდენტო არჩევნებს სამგორის N86 უბანზე აკვირდებოდა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დარღვევას, მას გაუუქმდა ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტაცია“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]