დეკემბერი 11, 2018
weather cur horoscope tv

მადლობა საზოგადოებას, დანარჩენი ალბათ ჩემზეა - ბიძინა ივანიშვილი

28 ნოემბერი, 2018 hits 278

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„პირველი ტურის შემდგომ, ეგზიტპოლებზე ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევაც აღარ გახლავთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე რომ გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.

თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა პროცესები პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება და ყველაზე მთავარი რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

გუნდმაც გააკეთა რეაქცია, პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ასეთივე თავდადებით შეეცდება ქვეყანას წარმატების გზისკენ წაიყვანოს და „უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში - ჩვენს ევროპაში“.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]