ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქართველი ხალხის არჩევანი მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანაა.
„ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის. ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.