weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხში, სადაც არჩევნებს ვაშაძე იგებს, ოპოზიციის ოფისს ესროლეს

00:18 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018
ფოტო: ნიკა ნოზაძე ფოტო: ნიკა ნოზაძე

ლაგოდეხში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან სროლა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გურამ კაკალაშვილისა და თორნიკე მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონიდან, მათი ოფისის მიმართულებით სამჯერ ისროლეს.

„გზაზე ვიყავით შეკრებილები. „ქართული ოცნების“ კოლონა მოდიოდა. ლაგოდეხში ვითარება ისეთია, რომ გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებს ვიგებთ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამას ვერ ეგუება. ეს არის იმ ყველაფერის შედეგი. მმართველი პარტია მოსახლეობაში ნერგავს შიშს", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, პოლიციას უკვე მიაწოდეს იმ ავტომობილის მონაცემები, საიდანაც გასროლა მოხდა.

შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იგებს. ამ დროისთვის 37 საარჩევნო უბნიდან 29-ის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, ვაშაძემ ხმების 51.41% (7402 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 48.59% (6995 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]