weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზურაბიშვილი - 60%, ვაშაძე - 40%, ეს პრაქტიკულად აღარ შეიცვლება – კობახიძე

01:44 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ძირითადი მონაცემები შეჯამებულია. როგორც კობახიძემ თქვა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 40%.

„ეს არის პრაქტიკულად ბოლო მონაცემები, ოლქიდან მიღებული მონაცემები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან. უკვე დათვლილია დაახლოებით 1 650 000 ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა. ძირითადი მონაცემები არის უკვე შეჯამებული. შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას.

მონაცემები არის ასეთი: სალომე ზურაბიშვილი - 60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40%. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი. თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში.

ასევე რაოდენობებს რაც შეეხება, არაერთგზის გაჟღერდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს 900 000 ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ, რაც არის არასწორი. ბევრად ჩამორჩება მისი მაჩვენებელი 900 000 ხმას. აქაც კი იტყუებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]