„ეს არის პრაქტიკულად ბოლო მონაცემები, ოლქიდან მიღებული მონაცემები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან. უკვე დათვლილია დაახლოებით 1 650 000 ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა. ძირითადი მონაცემები არის უკვე შეჯამებული. შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას.
მონაცემები არის ასეთი: სალომე ზურაბიშვილი - 60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40%. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი. თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში.
ასევე რაოდენობებს რაც შეეხება, არაერთგზის გაჟღერდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს 900 000 ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ, რაც არის არასწორი. ბევრად ჩამორჩება მისი მაჩვენებელი 900 000 ხმას. აქაც კი იტყუებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.