weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაშაძე სამოქმედო გეგმაზე განცხადებას მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს

02:14 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას 29 ნოემბერს გააკეთებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 18:00 საათზე, საკუთარ მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად ჩამოყალიბდებიან.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას შეიძლება ვუწოდო თუ არა არჩევნები. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ცესკოდან, პარალელურად ჩვენი შტაბი ითვლის შედეგებს და ადგილიდან ვიღებთ ყველა ოქმს. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები და ამისათვის ხვალ, საღამოს 6 საათზე გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, 1181 (32%) დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა (43%) მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 262 826 ხმა (57%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]