გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633) დაუჭირა მხარი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 56.23%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა - 72.72% ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი წალკაში - 43.12%. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.9% შეადგინა.