weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირველად ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად – ზურაბიშვილი ილია II-ს შეხვდა

13:36 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, არჩევნებში გამარჯვება ამ დილით პირველმა ილია მეორემ მიულოცა და მასთან მისვლა სთხოვა.

„პირველმა ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება და მთხოვა მოვსულიყავი, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი და ეს იყო პირველი ნამდვილი ნიშანი იმისი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა საბოლოო შედეგები არ არის დაზუსტებული. დრეს, მე პირადად, პირველად ვიგრძენი თავი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რაც არის ჩემი მომავლის ხედვა ზუსტად ემთხვევა. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება. ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული გადატრიალებასა და ახალი ძალადობისკენ მოწოდებაზე. ეს არის ევროპული საზოგადოება. საქართველომ აირჩია ევროპა, საიდანაც მოვდივარ და აირჩია ევროპული მომავალი ქართული ღირებულებებით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 100% უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შემდეგია: გრიგოლ ვაშაძე - 780 633 ხმა (40.48 %); სალომე ზურაბიშვილი 1 147 627 ხმა (59.52 %).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]