„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, ამ სტანდარტით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას. მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ისე, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.