weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს – გიორგი მარგველაშვილი

15:16 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრად დაეცა. მისივე თქმით, არჩევნები ამ სტანდარტით აღარ უნდა ჩატარდეს.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, ამ სტანდარტით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას. მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ისე, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]