„ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს შემდგომში განვაგრძოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებთ“, - განაცხადა კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ექვსი წლის ვადით გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად იქნა არჩეული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) მისცა ხმა.