„მიუხედავად ყველას მიერ გამოყენებული ხისტი რიტორიკისა, მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, – წერს ანა გომეში Twitter-ზე.
ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, ის სრულად ეთანხმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს (OSCE/ODIRH/PACE/EP) იმაში, რომ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი შეირყა.