weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რადგან ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს – ანა გომეში

17:41 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდათ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს.

„მიუხედავად ყველას მიერ გამოყენებული ხისტი რიტორიკისა, მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, –  წერს ანა გომეში Twitter-ზე.

ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, ის სრულად ეთანხმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს (OSCE/ODIRH/PACE/EP) იმაში, რომ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი შეირყა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]