weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს – გრიგოლ ვაშაძე

19:03 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ მის შედეგებს, განაცხადა ოპოზიციური ძალების გაერთიანება ძალა ერთობაშიასპრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

„ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52 % (1 147 627 ხმა) მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40.48 % ( 780 633 ხმა).

 
 
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შემდეგია: გრიგოლ ვაშაძე - 780 633 ხმა (40.48 %); სალომე ზურაბიშვილი 1 147 627 ხმა (59.52 %).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]