„საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ, არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“, – განაცხადა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი ჩატარდა, რის გამოც „ძალა ერთობაშია“ არჩევნებს არ აღიარებს და მის შედეგებს არ ცნობს.