„არ მგონია, რომ სანამ რუსეთი იქცევა ისე, როგორც იქცევა, იმის გათვალისწინებით, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ღრმად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო ახლოს თბილისისკენ... იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, ეს ყველაფერი ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ ახლავე შეგვიძლია პირდაპირ თანამშრომლობაზე გადავიდეთ“, – ციტირებს BBC სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველოს ევროპული პოზიცია აქვს და იმ შემთხვევაში თუ დასავლელი პარტნიორები – ევროპის ქვეყნები და აშშ დაიწყებენ რუსეთთან დიალოგს, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველო გვერდზე არ დარჩება.