weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პირობას ვდებთ, ეუთოს რეკომენდაციებს ზედმიწევნით შევისწავლით – კობახიძე

15:34 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს (OSCE) რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას თქვა, ის ეუთოს რეკომენდაციებს განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნო.

„მინდა ზოგადად, მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომელიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ, ალბათ, პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო აგრესიული ფონი, არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]